ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის ატარებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ქართველოლოგიის დარგში.
კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 28 ოქტომბერს.
კონფერენციის ჩატარების დებულება: ბრძანება N61/01-01, 20.04.2015
https://old.tsu.ge/data/file_db/orders/61-danarTi2..pdf
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი: https://www.tsu.ge/ka/legal/41766
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში და გაიარონ რეგისტრაცია 2021 წლის 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თეზისები აღარ მიიღება.
გთხოვთ, თეზისები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge
დამატებითი ინფორმაცია თეზისების კრიტერიუმების შესახებ იხ. დანართში.